LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის განცხადებით, თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დაინერგება

149
კახა კალაძე

თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დაინერგება.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:

„საჭიროა მეტროსადგურების ადაპტაცია, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა, ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. მინდა, კიდევ ერთხელ დავავალო შესაბამის სამსახურს, მაქსიმალურად დაჩქარდეს ხმოვანი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა გზებზე ქვეითთა გადასვლის დროს, ხმოვანი შუქნიშნების სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„მაქვს ინფორმაცია, რომ შუქნიშნის ხმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, პრეტენზიებს გამოთქვამენ. მინდა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. მათი უფლებაა, თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. საბჭოზე ვიმსჯელეთ, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც დღისა და ღამის საათებში ხმის რეგულირებას გულისხმობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„გელით, დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია“ – 23 დეკემბერს საახალწლო სოფელი იხსნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g