LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მარტივი რჩევა, როგორ გავხდეთ უკეთესი ონლაინ პოკერის მოთამაშე

244

დღესდღეობით ონლაინ  თამაშები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის ყველაზე რეიტინგული პოკერია. საქართველოში ონლაინ პოკერს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი და მიმდევარი ყავს. პოკერის თამაშს, როგორც ცოცხალ მაგიდასთან აგრეთვე ონლაინშიც, თავის წესები აქვს. გთავაზობთ 10 მარტივ რჩევას პროფესიონალებისგან, რათა გახდეთ უკეთესი ონლაინ და არა მარტო ონლაინ პოკერის მოთამაშე.

არ ითამაშოთ ნასვამ მდგომარეობაში

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნასვამ მდგომარეობაში ადამიანის გონება, სრული დატვირთვით არ მუშაობს, შესაბამისად მარტივი გამოსაცნობია ისიც, რომ ნასვამ მდგომაეობაში პოკერის თამაში რეკომენდებული არ გახლავთ.

ნუ ითამაშებთ, როდესაც გაღიზიანებული იქნებით

როდესაც პოკერს თამაშობთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ დეპრესირებული. ემოციური სათამაშო განწყობა მავნებელია თქვენი ფინანსებისთვის. თუმცა, თუკი თქვენ დაბრძანდებით მაგიდასთან კარგი გუნება-განწყობილებით, ხოლო თამაშის მსვლელობისას ხასიათი შეგეცვლებათ, აუცილებლად შეისვენეთ, მიირთვით ერთი ჭიქა ყავა და შემდეგ განაგრძეთ თამაში.

ნუ ითამაშებთ ყველა ხელს, ხანდახან დაფოლდეთ

პირველი და ძირითადი შეცდომა დამწყებთათვის არის ის, რომ ცდილობენ თითოეული დარიგებული ხელი ითამაშონ. ეს დაუშვებელია. თუ თქვენ გსურთ, რომ ერთხელაც მაგიდიდან გამარჯვებული ადგეთ, მიეჩვიეთ ფოლდს. ასეთი საქციელი შეგინარჩუნებთ, როგორც ფინანსურ სტაბილურობას, აგრეთვე გამარჯვების შანსს ერთიათად გაზრდის.

მიეჩვიეთ დაბალ თანხაზე თამაშს

პროფესიონალმა მოთამაშეებმაც, თავდაპირველად თამაში მცირე თანხით დაიწყეს. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება თუკი თქვენც მათ მსგავსად მოიქცევით. ყოველთვის ეცადეთ ითამაშოთ ისეთ მაგიდაზე, რომელზეც დაბალი ბლაინდია. ასეთი დამოკიდებულებით ძალიან მალე აუღებთ ალღოს თამაშს და უდიდეს გამოცდილებას შეიძენთ.

ნუ იბლეფავებთ მხოლოდ ბლეფის გულისთვის

ძალიან ბევრ დამწყებს არ ესმის ბლეფის შინაარსი პოკერში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც დგამენ საბედისწერო ნაბიჯს.  პროფესიონალი მოთამაშეები გვირჩევენ, რომ არ ვითამაშოთ ბლეფზე. თუ მაინც და მაინც არ გიმართლებთ და ხშირად აგებთ, ეცადეთ ყოველთვის უკან დაიხიოთ და დაფოლდოთ. არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ბლეფზე.

ნუ ითამაშებთ მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაფოლდეთ

კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც დამწყებ მოთამაშეებს მოსდით, ეს მუდმივად თამაშში ჩართულობაა. არ არის აუცილებელი ყოველი ახალი დარიგებისას, ბლაინდს ჩახვიდეთ. ეცადეთ დაიჭიროთ თქვენთვის ხელსაყრელი დარიგება. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დაფოლდეთ. ეს სირცხვილი არაა.

 თამაშის ბოლოს სხვა მოთამაშეებს მორალს ნუ წაუკითხავთ

ძალიან ბევრ მოთამაშეს ახასიათებს ასეთი გამოსვლები წაგებული თამაშის შემდეგ. ასეთი საქციელით მხოლოდ თქვენს სისუსტეს ადასტურებთ. შესაბამისად თავი შეიკავეთ მორალის წაკითხვისაგან, თუ დამარცხდით, ვაჟკაცურად მიიღეთ დამარცხება და თამაშისთვის დანარჩენებს მადლობა მოუხადეთ.

მიაქციეთ ყურადღება დარიგებულ ბანქოს

როდესაც იწყებთ თამაშს, თითოეულ დარიგებაზე აუცილებლად კარგად დააკვირდით დარიგებულ ბანქოს, როგორც თქვენსას, აგრეთვე რივერზე. დაკვირვების შედეგად, თამაში უფრო გაგიმარტივდებათ და შეძლებთ გათვალოთ სხვა მოთამაშეების ბანქოც. შესაბამისად დაკვირვებული თამაში, თქვენი გამარჯვების ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი წარმატებული ვარიანტია.

ყურადღება მიაქციეთ ბანქოს განლაგებას

გამოცდილი მოთამაშეები, თამაშისას აკვირდებიან არამარტო ბანქოს განლაგებას, არამედ მათ წყობასაც დილერთან. ასეთი საქციელით დამწყები მოთამაშეები არ გამოირჩევიან, შესაბამისად პროფესიონალები გვირჩევენ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით და დავაკვირდეთ თამაშის მიმდინარეობას.

კარგად შეარჩიეთ სათამაშო მაგიდა

მანამდე სანამ მაგიდას აირჩევთ, გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, ეცადეთ თამაში ყოველთვის დაბალ ბლაინდიანი მაგიდიდან დაიწყოთ. ასეთ მიდგომა დაგეხმარებათ „გახურებაშიც“ და უკეთეს შედეგს მოგცემთ დიდ ბლაინდიან მაგიდებზეც. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბლაინდების მომატება, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები