LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩამოეჭრათ ქართველ დეპუტატებს ხელფასებიდან 80 ათასი ლარი

172
პარლამენტ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ხელფასებიდან 80 ათასი ლარი ჩამოეჭრათ. მიზეზი 2022 წელს საპარლამენტო ღონისძიებების გაცდენაა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

„თქვენ იცით, რომ დეპუტატებს გაცდენის შემთხვევაში ხელფასიდან თანხები ექვითებათ. წელს, დაახლოებით, 80 ათასი ლარი დაგროვდა ამ ჯარიმებიდან. ამ თანხის 70% ოპოზიციის დეპუტატებზე მოდის.

ვიმსჯელეთ ხაზინადართა საბჭოსთან და გადავწყვიტეთ, რომ თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას“, – განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს, რომლებიც საპარლამენტო სხდომებს, კომიტეტების სხდომებს და სხვა აქტივობებს არასაპატიო მიზეზებით გააცდენენ, ხელფასიდან გარკვეული თანხა ექვითებათ.

magti 5g