LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში“ – მიხეილ სააკაშვილი მარკ ფეიგინს და ალექსეი არესტოვიჩს მიმართავს

216
Untitled design (2)

რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილის ფოტოს, რომელიც ფეიგინის განცხადებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.

“ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად” – მარკ ფეიგინი

მიხეილ სააკაშვილი წერილით ფეიგინს და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველს, ოლექსი არესტოვიჩს მიმართავს.

ფეიგინის „ტვიტში“ აღნიშნულია:

„2023 წლის 4 იანვარს, საქართველოს საელჩოებთან დაგეგმილ გლობალურ აქციებამდე, სააკაშვილმა ფეიგინს და არესტოვიჩს ახალი წერილი გაუგზავნა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წერილს, მასში წერია:

„დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ჰუმანურობისა და აქციისთვის, რომელიც 4 იანვარს არის დაგეგმილი. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მართალია, პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში.

ზელენსკის ფენომენალური მიმართვის და თქვენი აქტიურობის შემდეგ, მოწევა ამიკრძალეს და ჩემთან ჩემი შვილების შემოშვება შეწყვიტეს. სასამართლო 10 დღით გადადეს. ჩემმა მკურნალმა ექიმმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობის წინაშე განაცხადა, რომ ჩემი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და კლინიკამ ყველა თავისი შესაძლებლობა ამოწურა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი: ჩემი „პალატის“ ფანჯრები სქელი ფირითაა დალუქული.. მზის სხივი შვიდი თვეა არ მინახავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g