LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ განვიტვირთოთ მსუყე საახალწლო კერძების მირთმევის შემდეგ – დეტოქს-კოქტეილის რეცეპტი, რომელიც სწრაფი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ

381
BeFunky-collage - 2023-01-03T235324.593

როგორ განვიტვირთოთ მსუყე საახალწლო კერძების მირთმევის შემდეგ?, – ​ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საზოგადოებას ჯადოსნური დეტოქს-კოქტეილის რეცეპტი გააცნო.

ენდოკრინოლოგის თქმით, ეს კოქტეილი ჩვენს ორგანიზმს სადღესასწაულო დღეების შემდეგ განტვირთვაში დაეხმარება.

„აქ გვაქვს ის პროდუქტები, რომლითაც მდიდარია საქართველო და რომლებიც სეზონური პროდუქტებია. ჩვენ ორი სახის კოქტეილს დავამზადებთ. ერთი იქნება ხილის და მეორე – ბოსტნეულის. არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ხილი. ასეთებიც არსებობენ. იმათთვის ბოსტნეულის კოქტეილი იქნება. ეს მარტივად გასაკეთებელი კოქტეილებია.

ჩვენ დაგვჭირდება კიტრი, სტაფილო და ნიახურის ღერო. წინასწარ როდესაც ვამზადებთ ამ კოქტეილს, დილით შეგვიძლია მასში მოვათავსოთ ჩია გარკვეული რაოდენობით. სასურველია, რომ ახალი წლის მესამე დღეს ​მსგავსი ტიპის განტვირთვა მოვუწყოთ ორგანიზმს.

მერწმუნეთ, ყოველი ის კილოგრამი, რომელიც იმ სამი დღის განმავლობაში იყო დაგროვილი, მეოთხე დღეს გაქრება”, – საუბრობს ლაშა უჩავა.


ამავე თემაზე:

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ყველაზე პოპულარული,18 საათიანი დიეტის შესახებ

ბევრი საკითხია კითხვის ნიშნის ქვეშ – მერე ნუ ვიტყვით, რომ საზოგადოება რაღაცაში არ გვიჯერებს ექიმებს, თუნდაც ვაქცინაციის ნაწილში: ლაშა უჩავა

„არაფერს ვჭამ და მაინც ვსუქდები” – ლაშა უჩავას განმარტება ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g