დასავლური მედია ანჯელინა ჯოლისა და 27 წლის მსახიობის, პოლ მესკალის ფოტოებით აჭრელდა. ისინი ერთად კაფეში გადაიღეს, წყვილი ყავას მიირთმევდა და თბილად საუბრობდა.
ანჯელინამ ახალგაზრდა მსახიობი პირველად ლონდონის თეატრის, „ალმეიდას“ სცენაზე ნახა. ინსაიდერების ცნობით, ჯოლი მესკალის დანახვისთანავე საოცრად მოიხიბლა.
ცნობისთვის, ანჯელინას პირადი ცხოვრება კარგა ხანია ბურუსითაა მოცული. მას შემდეგ, რაც ჯოლი ყოფილ ქმართან, ჯონი ლი მილერთან ერთად 2021 წელს გადაიღეს, მსგავსი ხასიათის ინფორმაცია მის შესახებ აღარ გავრცელებულა.
ფოტო: ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან ერთად გადაიღეს
ანჯელინა ჯოლი მარია კალასის როლს შეასრულებს
შავი კაბა და წელზე მოხვეული პალტო – ანჯელინა ჯოლიმ სტუდენტ შვილს კოლეჯში მიაკითხა