LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი კაბა და წელზე მოხვეული პალტო – ანჯელინა ჯოლიმ სტუდენტ შვილს კოლეჯში მიაკითხა

158
Untitled.pngewwewe

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი ქალიშვილი, ზაჰარა რამდენიმე თვის წინ „სპელმანის კოლეჯში“ ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ მზრუნველი დედა 17 წლის ზაჰარას ხშირად აკითხავს კოლეჯში. თავისი უკანასკნელი ვიზიტის დროს კი მსახიობმა სტუდენტებთან ფოტოებიც გადაიღო. ამ ფაქტით გაბედნიერებული და გახარებული მოსწავლეები სელფებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ და აღფრთოვანებულნი იყვნენ ჯოლის უშუალობით.

„ის ზაჰარასთან ერთად კოლეჯის ეზოში დასეირნობდა, მან ქალიშვილს წამოსაყვანად მიაკითხა“, – წერენ გაოცებული თვითმხილველები.

ამ დღეს ჯოლიმ ყოველდღიური ტანისამოსი მოირგო, მას შავი კაბა ეცვა, წელზე კი კრემისფერი პალტო ჰქონდა მოხვეული.

„ახლა ავტირდები“ – ანჯელინა ჯოლი 17 წლის ქალიშვილის კოლეჯი ცრემლებით აცილებს – თბილი და ემოციური ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

იდეალური დედა – ზაჰარასთან ერთად აცეკვებული ანჯელინა ჯოლის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები