LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

164
წერეთლის გამზირი

თბილისის მერიის მიერ აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აუქციონის გარეშე გამოცხადებული ტენდერის შედეგებიდან გახდა ცნობილი.

თბილისის მერიამ დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით 3 მონაკვეთზე ტენდერები გასული წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განაცხადების მიღება 1-ელ იანვარს იწყებოდა და 6 იანვარს სრულდებოდა.

რა დაჯდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია - მერიამ 3 ტენდერი გამოაცხადა

პირველი ტენდერი სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთს მოიცავს.

ტენდერის პირობების მიხედვით, წერეთლის გამზირის პირველი – ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთის შესყიდვის საწყისი ღირებულება 6 075 237 ლარი იყო, მეორე – გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთის შესყიდვის ფასი 8 592 298 ლარი, ხოლო სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობის საწყისი ფასი 5 515 779 ლარი იყო.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიისთვის 2023 წელს გაწერილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი მსხვილი პროექტია. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელისა და გარეგანათების სისტემის მოწყობას მოიცავს და მისი ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 2023 წელს 25 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g