LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს – გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი

187
Untitled design (70)

გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს.

დაავადებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება, შიმშილობისგან არ არის გამოწვეული, ეს არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია – ამერიკელმა გასტროენტეროლოგი

თუმცა, როგორც მან პროცესზე განაცხადა, მას არ აქვს შესაძლებლობა ეს რისკი სრულად შეაფასოს, რადგან არ არის ადეკვატური კვლევები ჩატარებული.

ამასთან, ფინკელის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთა გვერდითი ეფექტი მადის კარგვა და პირღებინება იყო.

“ის იღებდა მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა. მათ იცოდნენ, რომ აძლევდნენ პაციენტს წამლებს, რომელიც იყო წინააღმდეგ ნაჩვენები”, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

კითხვაზე, განზრახ აძლევდნენ თუ არა მას ამ წამლებს, გასტროენტეროლოგის თქმით, „კი, ეს იცოდნენ, იმიტომ, რომ ჩატარებული იყო ენდოსკოპიები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები