LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი : შესაბამისი უწყებები ზრუნავენ, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს უსაფრთხოდ, მიეწოდოს ყველა საჭირო სერვისი, სასჯელი მოიხადოს გარემოში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაა დადგენილი

136
BeFunky-collage (3)

„ფაქტია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება საკითხების სპეკულირება, არის ინტერესთა ჯგუფი, პირი თუ პირები, ვინც ლობირებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ მან სასჯელი არ მოიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მხილებულია არაერთ მძიმე დანაშაულში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით,  სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს უწევთ ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარება, რათა პატიმარი სააკაშვილი უსაფრთხოდ იყოს.

„დეტალურად არ გავცნობივარ განცხადებას და შესაბამისად დეტალურად ვერ შევაფასებ. რაც შეეხება ზოგად დამოკიდებულებას, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება საკითხების სპეკულირება, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ არის ინტერესთა ჯგუფი, პირი თუ პირები, ეს ხელის გულზე დევს მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებით, „ვინც ლობირებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ, უბრალოდ, მან სასჯელი არ უნდა მოიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მხილებულია არაერთ მძიმე დანაშაულში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ.

შესაბამისად, ინტერესები ამის იქითაც ბევრი იქნება და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს მოუწევთ და უწევთ ყველა შესაბამისი ღონისძიების და ზომის გატარება, რათა პატიმარი სააკაშვილი იყოს უსაფრთხოდ, მას მიეწოდოს ყველა შესაბამისი სერვისი, რაც ჯანმრთელობისთვის სჭირდება და სასჯელი მოიხადოს იმ გარემოში და ვითარებაში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაა დადგემილი. ამაზე ჩვენი შესაბამისი უწყებები და სტრუქტურები ზრუნავენ, თუმცა ინტერესი შეიძლება, ბევრი მიმართულებით იყოს და ეს პათოსი თუ არის ამ წერილში, რა თქმა უნდა, მე რომც არ გითხრათ, ყველა ხვდება და ხელის გულზე დევს, რომ ეს ვერსიები შესაძლებელია, მათი მხრიდან განიხილებოდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა

პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, რჩება მისი მოშორების გეგმა – „ხალხის ძალა“

ალასანია: მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა.. არ მგონია, რომ „ხალხის ძალა“ განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა

„ფაქტია, რომ ასეთი რისკები არსებობს“ – გიორგი კახიანი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g