LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავად შეავსო EU-ს კითხვარი, უკრაინას და მოლდოვას სხვებმა შეუვსეს

172
ირაკლი-კობახიძე-4

საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავად შეავსო EU-ს კითხვარი, უკრაინას და მოლდოვას სხვებმა შეუვსეს, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვერავინ ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

“საქართველო იყო სხვათა შორის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავისით შეავსო კითხვარი, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში სხვებმა შეუვსეს კითხვარი, არ დავაკონკრეტებ, ეს ვინ იყო. მოლდოვის შემთხვევაში ეს იყო ერთ-ერთი ქვეყანა, უკრაინის შემთხვევაში გარედან დაიხმარეს ადამიანები.

თვითონ კითხვარის შინაარსიდან, ანუ პასუხების შინაარსიდან, რომ ნახოთ თქვენ საქართველოს პასუხები და უკრაინისა და მოლდოვის პასუხები, ძალიან მარტივად ჩანს, რომ საქართველო არის ერთი თავით მაღლა  როგორც უკრაინაზე, ისე მოლდოვაზე. ნუ, მაშინ ეს არც შეფასებულა, ეს შეფასდება ახლა, თუ არ ვცდები, უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ანგარიში.

საბოლოო ჯამში, იქ პოლიტიკური დასკვნა რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ტექნიკურ ნაწილში ვერავინ ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა”, – განაცხადა კობახიძემ.

როდესაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ ასეთ სკანდალებს, რეზოლუციებს, ბუნებრივია, ევროკავშირის მიმართ ნდობა იკარგება: ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: მერწმუნეთ, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს

“თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება” – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g