„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ევროპარლამენტი ქართველებისთვის, ღირებულებებთანაა დაკავშირებული“. როგორც კობახიძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას თქვა, „როდესაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ სკანდალებს და რეზოლუციებს, ევროკავშირის მიმართ ნდობა იკარგება“. აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გამოეხმაურა.
კობახიძე ევროპარლამენტარის ნაწილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნასაც ეხმიანება.
„ამ მცდელობას, რომ უზრუნველყონ სააკაშვილის განთავისუფლება, ერთადერთი მიზანი აქვს. ეს არის საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანა, რათა საბოლოო ჯამში, მიაღწიონ ქვეყნის ჩართვას მიმდინარე ომში. თუმცა პოზიციას ჩვენ ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა კობახიძემ.