კომპანია ”ფორდმა” ევროპაში კვლევა ჩაატარა და გაარკვია თუ რა აღიზიანებთ ბავშვებს მაშინ, როდესაც მშობელი საჭესთან ზის. ბრიტანელ ბავშვებს არ მოსწონთ როდესაც მშობლები მღერიან, ფრანგებს კი სხვა ავტომობილების მძღოლებთან გამართული კამათი და ცხვირის ჩიჩქნა აღიზიანებთ.
მთლიანობაში ევროპაში ბავშვების 61%-მა აღიარა, რომ მათ მშობლებს არ შეუძლიათ მრისხანების შეკავება. მკვლევარებმა ისიც გაარკვიეს, თუ ვის მიიჩნევენ უკეთეს მძღოლად – დედას, თუ მამას. 2000 გამოკითხული ბავშვიდან 61%-მა უპირატესობა მამას მიანიჭა.
მშობლების 26% ბავშვის დაკავებას მგზავრობისას სმარტფონითა და პლანშეტით ცდილობს. გარდა ამისა, მშობლები დასახმარებლად ხშირად მიმართავენ ტკბილეულსაც. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ამ მეთოდს რესპოდენტების 29% იყენებს.