რამდენად რთულია ბავშვებისთვის მშობლების განქორწინება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ელენე ბაჩიაშვილმა ისაუბრა.
რამდენად რთულია ბავშვებისთვის მშობლების განქორწინება?
განქორწინება ძალიან რთული და ემოციური პროცესია, რომლის დროსაც იცვლება როგორც თქვენი, ასევე ბავშვის ცხოვრება – გარკვეული ასპექტები მომენტალურად, ზოგი კი დროთა განმავლობაში. ბავშვების რეაქციები მშობლების განქორწინებასა და დანაკარგის განცდაზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მათ ასაკზე თუმცა, ძირითადად, რამდენიმე ფაზას გადის:

დაგეგმეთ რას იტყვით – დაიცავით თქვენი შვილები თქვენი წყენისგან ან ბრაზისგან, დაგეგმეთ (ერთად), როდის, როგორ და რას ეტყვით თქვენს შვილებს. უთხარით მათ ისეთ დღეს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გარკვეული დრო გაატაროთ ერთად, მაგალითად, შაბათ-კვირას. არ გააკეთოთ ეს დღესასწაულზე ან სხვა განსაკუთრებულ დღეს, ან უბრალოდ სკოლის ან ძილის წინ. ნუ გაამჟღავნებთ მას იმპულსურად ემოციურ მომენტში.
ესაუბრეთ ერთად – ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ერთად საუბრით აგრძნობინებთ ბავშვებს, რომ მშობლობის საკითხებში კვლავ გუნდი ხართ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა შვილებმა განქორწინების შესახებ გაიგონ მშობლებისგან.
არ დაადანაშაულოთ რომელიმე მშობელი – მოერიდეთ ცდუნებას, დაადანაშაულოთ ან თქვათ, ვისი “ბრალია” ეს. შეიძლება ფიქრობთ, რომ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა იცოდნენ „სიმართლე“ — „დედას რომანი ჰქონდა“ ან „მამა გვტოვებს“. „სიმართლე“ ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი შვილების მხარდაჭერა და დარწმუნება. რამდენადაც შეგიძლიათ, გამოიყენეთ სიტყვა „ჩვენ“, როდესაც აცნობებთ ბავშვებს მიღებულ გადაწყვეტილებებს. „ჩვენ არ ვართ ბედნიერები ერთად“, ან „ჩვენ ორივეს გვინდა, რომ ჩვენი კამათი შეწყდეს“, ან „ჩვენ ვეცადეთ გადაგვეჭრა ჩვენი კონფლიქტი, მაგრამ ვერ შევძელით“.
უთხარით თქვენს შვილებს რა შეიცვლება და რა დარჩება იგივე – ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვებს სურთ იცოდნენ, არის ის, თუ როგორ იმოქმედებს თქვენი განქორწინება მათ ცხოვრებაზე. თქვენს შვილებს სურთ იცოდნენ, სად აპირებენ ცხოვრებას, ვისთან ერთად და რა შეიცვლება მათ ცხოვრებაში. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, მოემზადონ ამ ცვლილებებისთვის, გულწრფელად ისაუბროთ ყველა დეტალზე, ემოციებსა და ფიქრებზე. თუ თქვენ და თქვენმა მეუღლემ გადაწყვიტეთ, როგორ გაატარებთ დრო ბავშვებთან, აცნობეთ მათ განრიგი. უთხარით რომ იგივე დარჩება მათი სკოლა, მეგობრები, სპორტი ან სხვა აქტივობები. აუცილებლად აცნობეთ მათ, რომ თქვენი სიყვარული მათ მიმართ არასოდეს შეიცვლება. “მშობლები შეიძლება დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისინი ყოველთვის თავიანთ შვილებთან იქნებიან“.

ნაცვლად ამისა:
