LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სოფო ბათილაშვილის აუთსაიდერში დგომა ჩემთვის შოკი იყო” – სოფო ტოროშელიძე

131
სოფო-ტოროშელიძე

24 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს  მუსიკალური პროექტის Voice-ის მენტორი სოფო ტოროშელიძე სტუმრობდა, რომელმაც პოპულარულ შოუსა და კონკურსანტებზე ისაუბრა.

– სოფო, საკმაოდ რთულია Voice-ის მენტორობა, ხომ არ ნანობთ პროექტში მონაწილეობას?

– რა თქმა უნდა, არ ვნანობ. მართალია, პროექტში მონაწილეობა ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ძალიან საინტერესო და აზარტულია, რადგან სხვა პროექტებისგან განსხვავებით, Voice-ში არა უბრალოდ აფასებ კონკურსანტებს, არამედ ჯერ ასწავლი, მასთან ერთად მუშაობ, მერე კი, თვითონ ირჩევ საუკეთესოს, რაც ძალიან რთულია ფსიქოლოგიურადაც და მორალურადაც. ორმაგად საპასუხისმგებლოა მენტორებისთვის ცოდნა, როცა სწორედ ჩვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული იმ კონკურსანტის შერჩევა, ვინც „ევროვიზიაზე“ წარადგენს ჩვენს ქვეყანას.

– ვის თვლით „ევროვიზიის“ პოტენციალურ კონკურსანტად?

– მართალია, ფავორიტები მყავს, მაგრამ მირჩევნია საიდუმლოდ შევინახო, რათა მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს, თუმცა იმდენად რთული გზა გაიარეს კონკურსანტებმა, რომ მსგავს შანსს ყველა იმსახურებს.

– რას შეცვლიდით Voice-ის  წესებში?

– აუცილებლად შევცვლიდი live-ების შემდეგ კონკურსანტების გაცხრილვის წესს.

– ყველასთვის მოულოდნელად დატოვა პროექტი სოფო ბათილაშვილმა, რა გახდა მისი წასვლის მიზეზი?

– სოფო ბათილაშვილის აუთსაიდერში დგომა ჩემთვის შოკი იყო . სამწუხაროდ, სოფოს მიმართ თავიდანვე ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა, რადგან უკვე შემდგარი მომღერალი იყო მოგებული კონკურსით, ბევრმა ჩათვალა, რომ მის ფონზე სხვები იჩაგრებოდნენ. ჩემი აზრით, სოფომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა Voice-ში მოვიდა, რადგან მის მთავარ მიზანს „ევროვიზიისთვის“ ბრძოლა წარმოადგენდა. ძალიან მომწონს ლიკა სირაძე, რომელიც არა უბრალოდ მომღერალი, არამედ ჩამოყალიბებული არტისტია და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად ჩვენებას. სწორედ ამიტომ გამიჭირდა მისი გაშვება და მომიწია სოფოს დათმობა.

– როგორც ჩანს, გადამწყვეტ როლს მაინც მაყურებელი ასრულებს,

– მაყურებელს მართლაც უზარმაზარი ფუნქცია აკისრია, ამიტომ ყველას გააქტიურებისკენ და საკუთარი ფავორიტის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ, რადგან სწორედ მათ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალში.

,,ყველაზე რთული ბრმა კასტინგი აღმოჩნდა, თუმცა, ძალიან აზარტულია, როცა არ იცი, ვისთან მოგიწევს მუშაობა” – სტეფანე

,,ბევრი იგრძნობს თავს დაჩაგრულად, მაგრამ წყენის მოთმენასაც ცოდნა უნდა” – დათო ფორჩხიძე ,,ვოისის” საინტერესო დეტალებით „არტ-FM“-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები