უმრავლესობის დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ეხმიანება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, რომელშიც გერმანულ გამოცემა „შპიგელში“ გამოქვეყნდა.
მიხეილ ყაველაშვილი ინტერვიუს აღიარებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ „სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილზე, დავით კეზერაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა“.
„შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათი ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით, მისი ჩამოსვლა სხვებმა დაგეგმეს!
მართალია, ეს ზუსტად ასე იყო და დიდი ხანია, ჩვენც ზუსტად ამას ვამბობთ.
მისი ჩამოსვლა არეულობისა და საქართველოს ომში ჩართვის მიზნით დაგეგმა და განახორციელა გლობალური ომის პარტიამ, ადგილობრივი ომის პარტია კი მხოლოდ დავალების შემსრულებელი აგენტურითაა დაკომპლექტებული!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:
ვნანობ, რომ თავის დროზე შს მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე – სააკაშვილი მერაბიშვილზ
ის, რაზედაც აქამდე მხოლოდ კულუარებში ჰყვებოდნენ – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის ინტერვიუზე