უეფას მედიაოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელია სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ხვიჩა კვარაცხელიას ახლახან გარდაცვლილი ბებიის შესახებ ემოციურ ამბავს უზიარებს.
„..ბადრის და თამაზის დედას, ხვიჩას ბებიას დუნიას ხშირად ვსტუმრობდი ნაკიფუში და ღომისა და ელარჯის გარეშე არასოდეს გამოვუშვივარ..
ბებიას მეუღლე მამია წალენჯიხელთა კერპი იყო, ისევე როგორც შვილი ბადრი, უფროსი თამაზიც თამაშობდა „სქურში“…ხვიჩამ ყველას გადაასწრო და დუნია ბებოც ყოველკვირა ხარობდა შვილიშვილის წარმატებით, ოღონდაც მეტოქე ეცოდებოდა: ჩემმა ხვიჩამ გაიტანოს და იმათაც გაიტანონ, იმათაც ხომ ჰყავთ დედებიო..
…ბადრის და თამაზის დედას, ხვიჩას ბებიას დუნიას ხშირად ვსტუმრობდი ნაკიფუში და ღომისა და ელარჯის გარეშე არასოდეს…
Posted by Mamuka Preben Kvaratskhelia on Tuesday, 31 January 2023
მინდორზე რომ ფეხბურთელის სიკვდილი უნახავს, იმის მერე დუნია ბებო ორმოცი დღე მარხულობდა…ბოლოს რომ ვნახე, ცუდად იყო, მაგრამ მიცნო და გამომელაპარაკა… ღმერთმა გაანათლოს…“, – წერს მამუკა კვარაცხელია.
