„ცხადია, ადამიანი დაიკლებს წონაში, როცა არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით და ამას აკეთებს მიზანმიმართულად“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური, რომელიც ყოველთვის ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე:
„ზოგადად, პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური, რომელიც ყოველთვის ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, მაგრამ აქ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია, არის კონკრეტული პატიმარი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია და ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით.
ცხადია, ადამიანი დაიკლებს წონაში, როცა არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით და ამას აკეთებს მიზანმიმართულად. მიზანმიმართულად არის ის პიარ კამპანია მასთან დაკავშირებით და რა არის ამის საბოლოო მიზანი, რომ როგორმე მოხდეს მისი დახსნა ციხიდან, რაც შეუძლებელია. აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი და კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი.“ – განაცხადა თბილისის მერმა.