LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ სპექტაკლს ჯემალისთვის ვითამაშებ – სანდრო მიკუჩაძე 4 თებევალს დანიშნულ სპექტაკლს ბაბუას მიუძღვნის

330
ფორტუნა (17)

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, სანდრო მიკუჩაძე- ღაღანიძე ხვალ, 4 თებერვალს დანიშნულ სპექტაკლს „ვანო და ნიკო „ ბაბუის – ჯემალ ღაღანიძის ხსოვნას მიუძღვნის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი აჯვრცელებს.

გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე

„ამ სპექტაკლს ჯემალისთვის ვითამაშებ!

წლების წინ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ჯემალ ღაღანიძემ, როდესაც „სპექტაკლით „ კავკასიური ცარცის წრე“ გასტროლზე იმყოფებოდა და მოულოდნელად მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. მსახიობმა დედის თხოვნით ბოლომდე ითამაშა. ის იყო მსახიობი, რომელმაც ექვსასჯერ ითამაშა „კავკასიურ ცარცის წრეში“ ისე, რომ არც ერთი მიზეზით შემცვლელის შეყვანა საჭირო არ გამხდარა“. – ვკითხულობთ რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ბაღაშვილის გამოსათხოვარი ჯემალ ღაღანიძეს: „ჩემი მაესტრო” – ასე მომმართავდით, არადა, მთელი ცხოვრება მე ვსწავლობდი თქვენგან პროფესიონალიზმს…“

ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „კარდაკარ“, „ფეოლა“, „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g