LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინო ნადირაძე თვითონაც გემოვნებით იცვამს და ბუნებრივია, ასეთი ადამიანები ერთმანეთს ამჩნევენ“ – შალვა ხაჭაპურიძე

292
ფორტუნა (68)

„ნინო ნადირაძის კომენტარი ოჯახის წევრებს დიდად არ გაჰკვირვებიათ, იციან, ჩემი ჩაცმის ამბავი. ნინო ნადირაძემ როგორ შეამჩნია, ეს უფრო გასაკვირი ამბავი იყო, ალბათ,“-  ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორტუნასთორიში“ საუბრისას განაცხადა.

„ნინო თვითონაც გემოვნებით იცვამს და ბუნებრივია, ასეთი ადამიანები ერთმანეთს ამჩნევენ. ნინო ნადირაძე ჩემს ქალიშვილს, ლიკუნასაც იცნობს. სიმართლე გითხრათ, მისი ეს პოზიცია დიდად არ გამკვირვებია“. – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, მიხეილს სააკაშვილის ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, კერძოდ, 9 თებერვალს, მაშინ როდესაც „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი გამოიკითხა, ნინი ნადირაძემ სააკაშვილის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს კითხვით მიმართა, თუ როგორ მოახერხა და როგორ გახდა აქტიური ჰომოფობიდან „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g