ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ, ასეთი აქტიური ჰომოფობიდან ასეთი „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით. ამ კითხვის „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს მიმართა.
„მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა, მეტროსექსუალის ფაზაში დარჩეთ. არა, რაღაცა „ვიდზე“ კარგად გამოიყურებით. დღეს ისე გამოწყობილი არ არის… მე და შალვა ვეჯიბრებით ერთმანეთს ჩაცმაში. მინდა გავაკოტრო. ჩვენ, რიკოთს იქითა ხალხი სხვანაირები ვართ. გვაქვს ეს პეწი. მიშას დაცვაში აღებული თანხა დავახარჯინო. “,- მიმართა ნინო ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.
ნადირაძე: არის შურაცხყოფების კასკადი, მუქარები, მუდმივად მიწევს მედპერსონალის გამხნევება