LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი, თუ მოთხოვნა და თამარ დავარაშვილი ჩანაცვლდა ახალი ექიმით – ზურაბ ჩხაიძე

387
ფორტუნა (80)

კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძეს განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ადგილს თამარ დავარაშვილის ნაცვლად ექიმი, თერაპევტი – ლუიზა შენგელია დაიკავებს.

ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ  მკურნალი ექიმის ჩანაცვლება პაციენტის ინიციატივით მოხდა.

ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს.

„პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო პაციენტის ინიციატივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქოემოციურ ფონს, ამიტომ გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი, თუ მოთხოვნა და ის ჩანაცვლდა ახალი ექიმით, თერაპევტით და ეს არის ლუიზა შენგელია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტი ამ შემთხვევაში მაინც უფრო მეტად ექიმის რეკომენდაციებს გაიზიარებს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა – რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე:

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა – რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე

ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

„რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ არ მესმის…გუშინ რომ გამოვედი, ვიღაც ქალები ისხდნენ და მეძახდნენ, „შე მკვლელოო” – თამარ დავარაშვილი

„მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, სუს-ის აგენტი ხარო, ამის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ, ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს” – თამარ დავარაშვილი

magti 5g