საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე. ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
მისი განცხადებით, პროცედურულად მსგავსი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება და საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მან მიხეილ სააკაშვილს უკვე შეატყობინა, მასთან კლინიკა „ვივა მედში“ ყოფნისას.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი განიხილავდა. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით სხდომას ადვოკატები არ ესწრებოდნენ.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, სააპელაციო სასამართლოში 21 თებერვალს გაასაჩივრა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა – რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე
ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი