LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ არ მესმის…გუშინ რომ გამოვედი, ვიღაც ქალები ისხდნენ და მეძახდნენ, „შე მკვლელოო” – თამარ დავარაშვილი

411
BeFunky-collage - 2023-03-02T012010.693

რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ არ მესმის, 10 თვე ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, – აღნიშნულის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ქუჩაში რამდენიმე ქალმა მას მკვლელი უწოდა.

„საზოგადოება ძალიან ყურადღებით არის პაციენტის მიმართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ, მე ეს არ მესმის. 10 თვე ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია. არც იციან რა ხდება, არც უნდათ გაიგონ…გუშინ რომ გამოვედი, ვიღაც ქალები ისხდნენ და მეძახდნენ შე მკვლელოო.

ადვოკატმა გაავრცელა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალულ წამალს აძლევენო, სირცხვილია. რა უნდოდა ამის გარკვევას, ექსპრეზიდენტი ამ წამალს იღებდა, უარი ნამდვილად არ უთქვამს არც ერთხელ. მთელი მედპერსონალი ყველაფერს ვცდილობთ”, – აცხადებს თამარ დავარაშვილი.

„მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, სუს-ის აგენტი ხარო, ამის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ, ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს” – თამარ დავარაშვილი

ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა – ოდნავ დავადე ხელი და იკივლა: გიული ალასანია

ხაჭაპურიძე: არ გამოვრიცხავ დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილების მიღებამდე მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში პირადად ნახოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g