გასულ კვირას, „გრემის“ მფლობელმა მუსიკოსმა, ბრიტნი სპირსმა 2003 წლის ჰიტის, The Hook Up ახლებური ვერსია გაავრცელა, სულ ცოტა ხნის წინ კი ამავე კომპოზიციაზე აცეკვდა.
41 წლის არტისტმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც ოქროსფერი, ძალიან მოკლე კორსეტი-კაბა აცვია. ბრიტნი საკუთარ ჰიტზე ცეცხლოვან მოძრაობებს აკეთებს.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა დუეტი, Hold me Closer გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ ეს სპირსის პირველი მუსიკალური ნამუშევარი გახლავთ 2016 წლის ალბომის, Glory-ის შემდეგ.
„მოვიწყინე“ – ბრიტნი სპირსი საკუთარ თავზე დაქორწინდა – „პოპის პრინცესა“ უცნაურ ვიდეოს ავრცელებს