პოპის პრინცესა, ბრიტნი სპირსი „ინსტაგრამ“ გამომწერებს ხშირად უზიარებს ცეკვის ვიდეოებს. როგორც სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, ეს მისი ახირება არ გახლავთ, სპირსი მხოლოდ ცეკვის დროს ვერ გრძნობს ტკივილებს.
40 წლის მუსიკოსმა განაცხადა, რომ უკვე სამი წელია განუკურნებელი დაავადებით იტანჯება. მას ნახევარი სხეულზე ნერვი აქვს დაზიანებული და ტკივილები აწუხებს.
„კვირაში სამჯერ მეღვიძება დაბუჟებული ხელებით, ვგრძნობ ჩხვლეტებს სახის მარჯვენა ნახევარში. გამჭოლ ტკივილს ვგრძნობ კისერში. ეს ყველაფერი მე მაშინებს. ტკივილს მხოლოდ მაშინ არ ვგრძნობ, როცა ვცეკვავ“, – აცხადებს ვარსკვლავი.