ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გუშინ, 14 მარტს განაცხადა, რომ „გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს“.
კეკელიძის ინფორმაციით, სტიპენდია მარო მაყაშვილის სახელობის იქნება.
დღეს, 16 მარტს გიორგი კეკელიძემ მორიგი პოსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ.
„საბედნიეროდ, მათი რიცხვი მცირეა“ – განმარტავს კეკელიძე.
„ორი კვირის წინ გიორგი ანწუხელიძის შვილს, ანა ანწუხელიძეს, ფონდის სტიპენდია დავუნიშნეთ, მაშინ მარო მაყაშვილის სახელობის მიმართულება არ გვქონდა და დღეს გადავწყვიტეთ ანას სტიპენდიაც ქართველი გმირის სახელობის იყოს.
პ.ს. გუშინ ზოგიერთი (მადლობა ღმერთს, რომ უმცირესობა) შეწუხდა, მარო მაყაშვილის სტიპენდიას რატომ აძლევთ ჭავლთან მოცეკვავე გოგონას, მაროს სახელს აკნინებსო.
თითქოს სახელობითი სტიპენდიის მინიჭება გარდაუვალ მსგავსებას მოითხოვდეს. მე სტუნდეტობისას ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატი ვიყავი და არა მგონია ილიასი რამე მცხებოდა. არავის ვუსურვებ მაროს გზის და ტრაგიკული აღსასრულის განმეორებას. სალომე კენჭიაშვილი კი კარგი მაგალითია იმ სტერეოტიპის წინააღმდეგ, თითქოს ამ თაობას სამშობლო არ აინტერესებს და მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს. სალომე არის მაგალითი საკუთარი თაობისთვის – მოქალაქეობით, სწავლის სურვილით და ზრდილობით. ასე რომ, აცალეთ.“ – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.