LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისი თაობის ბიჭებს ასროლინეს ზურგიდან მიპარულად, აბა, პირისპირ ნიკოს თავისი თაობა არასოდეს ესროდა!“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

273
Untitled design (3)

2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ცხოვრება ჩემდა უნებურად გრძელდება.. ღამით ზეცას რომ ავხედავ ყველაზე ცელქი და ყველაზე ბრჭყვიალა ჩემი ვარსკვლავია – სახელად ნიკო – იზა ომაძე

„დედა ხომ ის ადამიანია, ვისაც თვალდახუჭული მიჰყვები სრულიად ახალი სამყაროს შესაცნობად – იბადები!!!

დღეს ჩემი დედის დაბადების დღეა. ის, რომ ყველა დედა განსაკუთრებული და გამორჩეულია ბოლო დროს ამ საკითხზე სხვა აზრი ჩამომიყალიბდა, მაინც ვერ ვკადნიერდები და დღეს მაინც ვამბობ, დიახ, დედა ღმერთია დედამიწაზე.

ბოლოს ამ ქვეყნიდან გასვლისას საგულდაგულოდ მომზადებული სამოსით (რომელიც თავად შეარჩია) გამოწყობილი გაეცნო სიკვდილს, ჩემს კოპწია დედასთან, დარწმუნებული ვარ, სიკვდილმა ჯენლტმენობა გამოიჩინა და სამოთხის კარამდე მიიყვანა, იქ მასაც ძალიან ახალგაზრდა შვილი დახვდა!
გილოცავ დედა შენს დღეს.

P.S. დიდი პატივისცემით და სიყვარულით ჩემს ფბ-მეგობრებს მოგმართავთ, ვინც ღიად თუ პირადში, დედობას არა, მაგრამ პოზიციას მიწუნებთ.

გეტყვით, რომ მთელი ცხოვრება ფარად ვედგები ახალგაზრდობას, რომელსაც უკეთესი მომავალი უნდა, ახალგაზრდობას, რომელიც ღირსებას არასოდეს გაყიდის, დიახ, უკეთესი მომავლისთვის მათთან ერთად ვიბრძოლებ, ის რომ თითო-თითოდ ვინმე გამოერევა ცუდის მქმნელი, ამის ნათელი მაგალითი პირადად გამოვცადეთ, სწორედ თავისი თაობის ბიჭებს ასროლინეს ზურგიდან მიპარულად, აბა, პირისპირ ნიკოს თავისი თაობა არასოდეს ესროდა!!!

მე მეამაყება ჩვენი ახალგაზრდები, ჭკვიანები, ახალი ხედვით!

დიახ გამართული ქვეყანა მინდა მათთვის, გამართული ინსტიტუტებით, სადაც შვილმკვდარ დედას ვაჭრობას არ გაუმართავენ!!
სინდისი და ღირსება არ იყიდებაო, ესეც დედამ მასწავლა!

უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ჩემს დედას.

ჩვენს შვილებს კი უფალი ფარავდეს, მხოლოდ ერთს ვურჩევ მათ, როგორც ჩემს შვილებს, ემეგობროთ უფალთან.

დავით კაკაბაძის ეს ნამუშევარი ძალიან მიყვარს!“ – წერს იზა ომაძე.

„ეს ბიჭი ქვეყნის მტრებმა მოკლეს, მოკლეს საბჭოთა მეთოდებით, კიდევ ერთხელ მინდა, რომ უყუროთ“ – იზა ომაძე ნიკო კვარაცხელიას შესახებ სიუჟეტს გვიზიარებს

„ის მომენტია სუნთქვა რომ გეკვრის და ძალიან რომ გიხარია…მადლობა, გიორგი, ნიკოს გახსენებისთვის” – იზა ომაძე გიორგი კეკელიძეს მიმართავს

იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g