თამრიკო ჭოხონელიძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, სადაც პირადი ცხოვრებისა და განვლილი სირთულეების შესახებ საუბრობს.
„გეკარგება ეგო და საკუთარ თავს პატივს აღარ სცემ. დავკარგე საკუთარი თავი და ხშირად მომიწია ამისი თქმა, დავკარგე ქალი. ქალი გამექცა. ეს ყველაზე რთულია. ყველაფერი გვერდზე გადის ამ დროს. ვგრძნობდი, რამდენად ეჭვის თვალით ვუყურებდი ყველაფერს.
ჩემი თავი ვერ ავიტანე, ასე ცხოვრება არ შემიძლია. შენი თავის რწმენას კარგავ. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ქალი მომებრუნებინა. სარკეში ჩავიხედე ერთ დღეს და ვეღარ ვიტანდი საკუთარ თავს.
შევეცადე ჩემი თავისთვის მეთქვა, რომ მე ასეთი გაბოროტებული და ეჭვიანი არ ვარ. არასდროს მიფიქრია, რომ გიას არ ვუყვარვარ. ვამართლებდი იმით, რომ ჩემს თავში ვეძებდი პრობლემას. ურთიერთობა გავაგრძელეთ და ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ვფიქრობ, რომ გიას სახით საუკეთესო მეგობარი მყავს, თუმცა გული მწყდება იმ ხუთ წელზე. ახლა ვხვდები, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია.
განშორების პერიოდში, ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა გია უსაფრთხოდ სახლში. ასეთი ჩვევა მაქვს, ყველა ოჯახის წევრზე გადამეტებულად ვზრუნავ. უნდა ვიცოდე სად არიან, როგორ არიან”, – საუბრობს თამრიკო ჭოხონელიძე.
ვიდეო: „როგორი ძლიერია მათი გენი“ – მარიამ როინიშვილისა და ელენე მახარაძის შთამბეჭდავი დუეტი
ვინ ემუქრებოდა თამრიკო ჭოხონელიძეს: „ძალიან შევშინდი და ძალადობის მსხვერპლი ვხდებოდი…“
რატომ აღმოჩნდა თამრიკო ჭოხონელიძე 11-ჯერ ტრავმატოლოგიურში