LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძე: „ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, როცა ლამის სიკვდილს ჩავხედე თვალებში, დავინახე ჩემი ამქვეყნად მოსვლის მნიშვნელობა“

357
თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს ახლო წარსულში ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით:

„თავის დროზე არ მივაქციე ყურადღება ჩემს ჯანმრთელობას და სერიოზული პრობლემა შემექმნა. ქართველმა ექიმებმა უდიდესი ყურადღებით და ძალისხმევით მომხედეს, მომიარეს, გამომაჯანმრთელეს და თითიც დამიქნიეს, ყოველთვის სხვებზე ნუ ფიქრობ, ცოტა საკუთარ თავზეც იფიქრეო. ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, როცა ლამის სიკვდილს ჩავხედე თვალებში, დავინახე ჩემი ამქვეყნად მოსვლის მნიშვნელობა, მივხვდი, როგორ ვჭირდები გარშემომყოფებს, ოჯახის წევრებს, ამიტომ შევეცადე და დავიწყე ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ზოგჯერ ცუდი იმიტომ ხდება, რომ კარგი დაინახო და დააფასო. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა…“

ვიდეო: “ჩემი გადაცემისთვის ხართ ერთად თუ, მართლა ერთად ხარ?” – თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი სტუმრად “მხოლოდ ლელასთან”

ვინ ემუქრებოდა თამრიკო ჭოხონელიძეს: „ძალიან შევშინდი და ძალადობის მსხვერპლი ვხდებოდი…“

რატომ აღმოჩნდა თამრიკო ჭოხონელიძე 11-ჯერ ტრავმატოლოგიურში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g