უნგრეთში ჩატარდა პირველი ოპერაცია, რომლის დროსაც სიმსივნური კვანძი რობოტის დახმარებით ამოკვეთეს. Aok.pte-ს ინფორმაციით, პროცედურის შედეგად რობოტმა პაციენტს თავისა და კისრის არიდან ავთვისებიანი უჯრედი მოაშორა.
ექიმების თქმით, ოპერაციის დროს რობოტის დახმარებით იდეალური სიზუსტის დაცვა შეძლეს და ჩარევაც მინიმალური იყო. რობოტი ქირურგიულ ინსტრუმენტებს დამოუკიდებლად იყენებდა და ექიმს უბრალოდ პროცესი უნდა ეკონტროლებინა.
ასეთი დამხმარის მეშვეობით ქირურგები ნაკლებად იღლებიან და შეუძლიათ ბევრად მეტ პაციენტს დაეხმარონ.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთში თირკმელებიდან ქვების ამოღების ოპერაციებს რობოტები ხშირად ატარებენ და თანაც დიდი წარმატებით.