LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჭყონია: ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით, იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას?

195
Untitled design (7)

მწერალ დათო ტურაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დიზაინერი და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„კვლევები უტარდება და დიაგნოზი 2 საათში გვეცოდინება“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სოფო ჭყონია ე.წ. „ფეიკ-კამპანიაში“ ჩართულ მოქალაქეებს მიმართავს:

„ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით, იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას? დაფიქრდით! თქვენი არავის არ ეშინია და თქვენი მახინჯი სიტყვების.

დათო ტურაშვილი – ჯანმრთელობა და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება მინდა გისურვო“, – წერს სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 19 მარტს, გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა.

გადაცემაში გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

წილოსანი: „გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?“ 

ხუხაშვილი: „ტურაშვილის ისტორიის შემდეგ „სატროლეთი“ ძალიან რბილი სახელია – „ტერარიუმი“ და მისი ბინადრები ზედგამოჭრილია“

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g