LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი: „გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?“

264
წილოსანი ტურაშვილი

„მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი წერს.

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში მიმდინარე ე.წ. „ფეიკ-კამპანიას“ ეხმიანება და წერს, რომ ბევრი მაგალითის დასახელება შეუძლია, როგორ მოხვდა საავადმყოფოში მათი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი:

„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას.

მეორე – რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავლებლური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?

მათ შორის, საკუთარი ნაცი მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები?

გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…

ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე !! თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში…

ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!“ – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა.

გადაცემაში გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

„კვლევები უტარდება და დიაგნოზი 2 საათში გვეცოდინება“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხუხაშვილი: „ტურაშვილის ისტორიის შემდეგ „სატროლეთი“ ძალიან რბილი სახელია – „ტერარიუმი“ და მისი ბინადრები ზედგამოჭრილია“

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g