LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე

203
Untitled design (4)

მწერალმა დათო ტურაშვილმა, ბოლო დღეების განმავლობაში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს მართლა შეეწიროს.

მოგვიანებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო.

აღნიშნულს, მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მოწოდება „დათო, გულს გაუფრთხილდი“ ორმაგობაა, რაც აღარ გამოვა, რადგან სხვები ქვეყანას არ უფრთხილდებიან“.

„დათო, გულს გაუფრთხილდი…“ – უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-ტთაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა და რაც ხალხი – მათ შორის, დათოს შვილებიც – გაზით და წყლით გვემეს 3 დღის განმავლობაში… როგორი ფარისევლობაა ამ „პოლიტიკის მიღმიერ ადამიანურობაში“, არაგულწრფელობა და ადაპტაციის ნაწრთობი უნარი – ყოველი შემთხვევისთვის, ყველა ბუდეში რომ უნდა ჩაიდოს კვერცხი… ერთი მხრივ, სისტემაშიც რომ ხარ, სადაც ადამიანს მთელი ცხოვრების ღვაწლს და მიზანს უმარხავენ დასავლეთის განდევნის მცდელობით საქართველოდან და მეორე მხრივ, კომუნიკაციის პერსონალურ გზებს რომ არ ჭრი გვიან-საბჭოუერი ინტელიგენციის წესისამებრ. მაგრამ აღარ გამოვა ეს ორმაგობა… გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას და მის მომავალს. გულის გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, არათუ ადამიანზე, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან აჭერ ან არ აჭერ. ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ. ახლა ასეთი დროა.

შეგახსენებთ, მწერალმა დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს  მართლა შეეწიროს.

მოგვიანებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო. გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ ერთმა წამყვანმა, სოფიო ხუნწარიამ  კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემა დათოს მდგომარეობის შემდეგ ადრე დაასრულეს და მწერალი კლინიკაში გადაიყვანეს.დათო ტურაშვილის შვილმა სოციალურ ქსელში ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მის ოჯახს არ ეშინია.

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

„გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს” – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g