LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვლევები უტარდება და დიაგნოზი 2 საათში გვეცოდინება“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

338
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (9)

მწერალი დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ კლინიკაში რჩება.

როგორც „ფორტუნას“ გადაცემის „მე-17 სართული“ ერთ-ერთმა წამყვანმა, სოფო ხუნწარიამ განუცხადა, დათო ტურაშვილს ამ ეტაპზე კვლევები უტარდება, დიაგნოზის შესახებ კი ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.

„უკეთ არის, მაგრამ ერთ საათში უფრო ზუსტად გვეცოდინება, რა და როგორ არის. კვლევები უტარდება. დიაგნოზი 2 საათში გვეცოდინება. გავიგებთ, შეუძლიათ უკვე გამოწერა, თუ დამატებითი კვლევები ესაჭიროება. იმედია, რომ არ დასჭირდება“, – განუცხადა ხუნწარიამ „ფორტუნას“.

შეგახსენებთ, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა.

გადაცემაში გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

„გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს” – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები