ვენაში მდებარე სტარტაპი silana აქტიურად მუშაობს რობოტზე, რომელიც მაისურებს, ჯინსებს თუ კაბებს უმოკლეს დროში შეკერავს. ინფორმაციას ამის შესახებ cinet-online ავრცელებს.
რობოტი მკერავის პირველი პროტოტიპი უკვე მზადაა და გამოცდაც გაიარა. პროექტის ავტორებმა მას სრულად მზა მაისურის დამზადება ასწავლეს. ახლა კი იმაზე მუშაობენ, რომ რობოტმა მაისურის შეკერვას 2 წუთზე მეტი დრო არ მოანდომოს.
რკინის მკერავი ამ ეტაპზე რამდენიმე სახეობის ქსოვილთან მუშაობს და სამომავლოდ ამ საკითხშიც კარგად დაიხვეწება.
სპეციალისტთა ჩანაფიქრით, ასეთი მოწყობილობის საშუალებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან წარმოება ევროპის რეგიონებში გადმოინაცვლებს, რაც მავნე გამონაბოლქვს საგრძნობლად შეამცირებს. რობოტების დახმარებით მოდის ინდუსტრიიდან დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაც გაქრება.
პირველი რობოტების გაყიდვა 2026 წლიდან იგეგმება.