პროექტ „რანინას“ მონაწილე ნიკოლოზ ხარატმა სცენაზე ისაუბრა, რომლის დამსახურებითაც მაყურებელმა გაიცნო და შეიყვარა.
„ეს სცენა არის ჯადოსნური, არ ლაპარაკობს და არაფერი შეუძლია, მაგრამ რომ დადგები, მიჩვევა იცის.
დადგები ამდენი ხანი, მოღვაწეობ ამ სცენაზე და შენ ემოციას და მუსიკალურ განათლებას შთანთქავ. მიგიჩვევს და მერე რომ ტოვებ, გიჭირს, ისე, როგორც ხალხს უჭირს სიგარეტთან განშორება.
ამ პროექტის დატოვება.
დამესიზმრა, რომ ძველი „რანინელები“ ახლებთან ვიმღერებდით და რამდენიმე თვის შემდეგ ახდა ეს სიზმარი. რომ დამირეკეს, ძალიან გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა, რომ ამ სცენაზე მეორედ დადგომის შესაძლებლობა მომეცა.
ორმაგად სანერვიულო გამიხდა ეს საქმე, მაგრამ როგორც ჩანს, თავი გავართვი.
მადლობა ყურადღებისთვის და კყველა ბავშვს ვისურვებ ამ სცენაზე დადგომას“. – ამბობს ნიკოლოზ ხარატი.
ვიდეო: „საოცარი ბავშვები” – ანასტასია ვასაძისა და ოთო ბაზერაშვილის შესრულებული სიმღერა ,,ნატვრის ხე“
ვიდეო: „ტექსტიც რომ არ იცის და მთელი გულით მღერის…“ – ნიკოლოზ ხარატი გარმონზე უკრავს
ვიდეო: „სიმღერის დიდოსტატი…საქართველოს მომავალი” – ნიკოლოზ ხარატის საოცარი შესრულება
ვიდეო: “როდესაც მღერის ირგვლივ ნათდება” – ნიკოლოზ ხარატის შესანიშნავი შესრულება