„შეუფერებელია ევროპის პარლამენტარის და ჩვენი ქვეყნის თუნდაც გულშემატკივრის განცხადებებთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე განაცხადა, რითაც კრამონის ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე დასწრებას გამოეხმაურა.
„წარმოუდგენელია, რომ ადამიანს სურდეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და ის აკეთებდეს ამგვარ დესტრუქციულ და ანარქისტულ განცხადებებს.
მე ვისურვებდი, რომ მას უფრო მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, მარიამ ლაშხის თქმით, ვიოლა ფონ კრამონის მიერ ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერა ყოვლად მიუღებელი და გაუგონარია.
მარიამ ლაშხი: „კრამონი ჩართული იყო ძალადობის, მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში.. ყოვლად მიუღებელია“
ამავე თემზე:
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს