LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენით და როდიდან გაიაფდება პური: “ფქვილის ფასის შემცირება იძლევა ამის საშუალებას, რომ პური გაიაფდეს”

160
bread

პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, პური 10 თეთრით გაიაფდება, თუმცა რამდენ ხანში, ეს ვერ დააკონკრეტა.

„პურის 10 თეთრით გაიაფების საშუალება ახლა არის, პურის ფასის შემცირების შესაძლებლობას ფქვილის გაიაფება გვაძლევს. გასულ კვირას თუ ერთი ტომარა ფქვილი 57 ლარი ღირდა, ახლა 53-54 ლარი ღირს. გასულ წელს კი ფქვილის ღირებულება 70 ლარი იყო. ფქვილის იმპორტის ზრდა და წელს ფასის შემცირება იძლევა ამის საშუალებას, რომ პური გაიაფდეს“, – განმარტა მალხაზ დოლიძემ BM.GE-სთან.

"პური უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს" - შეიცვლება თუ არა პურის ფასი

"დღეს არანაირი საშიშროება არ არსებობს იმის, რომ პურის ფასმა მოიმატოს, პირიქით, მუშაობენ იმისთვის, რომ დაიკლოს კიდეც".

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მწარმოებელთა მხრიდან შემცირებული ფასით მიწოდების შემდეგ, პური მაღაზიებმაც დაბალ ფასად უნდა გაყიდონ.

„ვაჭრობას უნდა გაფრთხილება, ჩვენ მაღაზიებთან ხელშეკრულებები გვაქვს დადებული და ამ ხელშეკრულების ცვლილებას დაახლოებით 10 დღე უნდა. ზუსტად ვერ გეტყვით. დარგის წარმომადგენლები შევხვდებით, ერთმანეთს დაველაპარაკებით და ჩამოვყალიბდებით.

შეიძლება მეწარმემ ფასი შეამციროს, მაგრამ მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ ქირაობენ ფართებს, ხარჯები აქვთ და ის თუ დააკლებს, ეგ არ ვიცით. ჩვენ 10 თეთრს რომ დავაკლებთ, შეიძლება იმან არ გამოხატოს ეს ფასში – ესაა მთავარი“, – განაცხადა დოლიძემ.

“მთელი ქვეყნის ეკონომიკა, უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობას პურის გაიაფების მოლოდინი აქვს.

“ჩვენ გვქონდა პირველადი საუბარი პურის მწარმოებლებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ პურის ფასებზე გვექნება ასახვა, ვინაიდან ფქვილის ფასებზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი კლება, შესაბამისად, უნდა მოხდეს ასახვა პურის ფასებზეც. ამის თაობაზე ბატონი ოთარ შამუგია ესაუბრა ამ დარგში მომუშავე მწარმოებლებს და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g