ტეილორ სვიფტი და ბრიტანელი მსახიობი, ჯო ელვინი ერთმანეთს 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. აღსანიშნავია, რომ ელვინი ტეილორის ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ არცერთ კონცერტს არ დასწრებია.
ტეილორ სვიფტი და ჯო ელვინი 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ
ტეილორის გულშემატკივრები ამბობენ, რომ არტისტი სცენაზე რასაც მღერის, თითოეული სიტყვა მის ყოფილ შეყვარებულს ეძღვნება. ტეილორმა წარსულში საყვარელ მამაკაცს არაერთი ნამუშევარი მიუძღვნა, რომლებიც მის ბოლო ალბომებშია Folklore, Evermore წარმოდგენილი. მაშინ ეს სიმღერები სასიყვარულო ხასიათის იყო, თუმცა ტაბლოიდების ცნობით, მისი სიმღერების შინაარსი ახლა შეიცვალა და უფრო რევანშისტული ხასიათის გახდა.
სიმღერით ნათქვამი დრამატული სიყვარულის ამბავი – ტოპ-5 სიმღერა ყოფილებზე
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, ყოფილი პარტნიორების შესახებ სიმღერები საკმაოდ აქტუალური გახდა. ჯერ შაკირამ მიუძღვნა ახალი ნამუშევარი ჟერარ პიკესა და მის შეყვარებულს, შემდეგ კი მაილი საირუსმა უმღერა ყოფილ მეუღლეს, ლიამ ჰემსვორთს.