92 წლის რუბერტ მერდოკის ანგარიშზე გარდა მილიონებისა, 4 ოფიციალური ქორწინება, 6 შვილი, 12 შვილიშვილი და ათობით გულგატეხილი ქალბატონია.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მერდოკმა და ენ ლესლი სმიტმა ნიშნობა გააუქმეს. ტაბლოიდები წერენ, რომ საცოლეს თავად 92 წლის მერდოკი დაშორდა. ამის მიზეზი ლესლის განსხვავებული რელიგიური მრწამსი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მერდოკი მანამდე დაქორწინებული იყო მიკ ჯაგერის ყოფილ ცოლზე, 66 წლის ჯერი ჰოლზე. 6 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ რუპერტმა მასთან განშორება უეცრად, 2022 წლის აგვისტოში გადაწყვიტა და ამის შესახებ მეუღლეს მეილზე გაგზავნილი წერილით ამცნო. წერილი ახლახან, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
„ჯერი სამწუხაროდ მე გადავწყვიტე ჩვენს ქორწინებას წერტილი დავუსვა. ცხადია, ჩვენ კარგი პერიოდებიც გვქონდა, მაგრამ ახლა მე ბევრი საქმე მაქვს. ჩემი ადვოკატი დაუყოვნებლივ დაგიკავშირდება“,– ასე დაშორდა რუპერტი მეუღლეს გასულ წელს.
რატომ დაშორდა 92 წლის რუბერტ მერდოკი საცოლეს – ახალი დეტალები
„ვღელავდი, მეშინოდა სიყვარულის“ – 92 წლის რუპერტ მერდოკი მეხუთედ ქორწინდება