მედიცინის აკადემიური დოქტორი, ზვიად კირტავა წერს მისი სტუდენტის, ინდოელი სუპერვარსკვლავის, საი პალავის შესახებ, რომელსაც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავია:
”2016 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის მე-13 ჯგუფში ერთი გამხდარი, პირმოცინარი და ჭკვიანი ინდოელი გოგო სწავლობდა. – საი პალავი. კარგად სწავლობდა და უმაღლესი ქულაც დავუწერე. რეკომენდაცია კი ასე დავასრულე – დარწმუნებული ვარ, რა ასპარეზიც არ უნდა აირჩიოს, ძალიან წარმატებული იქნება მეთქი!
ჰოდა, რას ვიფიქრებდი, რომ თურმე 2017 წლიდან სამსახიობო კარიერა დაიწყო და დღეს ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია სამხრეთ ინდოეთის კინოინდუსტრიაში.
წარმატებები, საი პალავი!.. ”
ინდოელი სუპერპოპულარული მსახიობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დათო ნასყიდაშვილიც:
„ეს გოგო – საი პალავი სამხრეთ ინდური ფილმების ტოპვარსკვლავია, კოტაგირიდან, სადაც ბადაგს ტომი ცხოვრობს. აქ ვარ, კოტაგირიში და ყველამ იცის საქართველო საი პალავის წყალობით, რადგან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და 2016 წელს დაამთავრა. სამხრეთ ინდური კინოინდუსტრია პატარა არ გეგონოთ, მინიმუმ სამასმილიონიანი მაყურებელი ჰყავს”.
