„ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე“.
როგორც ზვიად კირტავა აღნიშნავს, სწორად შერჩეული ქიმიოთერაპიის ფონზე, ადამიანები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ექვსი თვეა და თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარება სურდა, 9 წელი ამაში ხელს არავინ უშლიდა.
„გიორგი ვაშაძეს მინდა ვუთხრა, რომ სწორად შერჩეული ქიმიოთერაპიის შემდეგ ადამიანები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე 6 თვეა. რატომ თვლის ქიმიოთერაპიაში დახარჯულ თანხებს შავ ხვრელში გადაყრილად? სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი!?
და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარება თუ გინდოდათ, 9 წელი ვინ შეგიშალათ ხელი?
ყალბი ID ბარათების დაბეჭდვა ხომ ძაან გამართლებული ხარჯი იყო, ბატონო გიორგი?“


