LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, მკვრივი ბლაგვი საგნით – სიკვდილამდე, საკმაოდ მძიმე გზა გაიარა“ – 12 წლის მოზარდის საქმის ადვოკატი

815
12 წლის გოგო საქმე

„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ სიკვდილამდე, საკმაოდ მძიმე გზა გაიარა,“ – ამის შესახებ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმის ადვოკატმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიყენებული დაზიანებები მრავლობითია და თითქმის მთელს სხეულზეა.

„არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლის დროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა მიყენებული. დაზიანებები რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული.

საჭიროა გამოძიების წინაშე დაისვას ძალიან კრიტიკული კითხვები და დაინიშნოს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გასცემს პასუხს კითხვას, თუ რა ვითარებაში მიიღო პატარა გოგონამ დაზიანება.“ – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

„პირველადი დასკვნა გვაქვს, მაგრამ საჭიროა კომპლექსური ექსპერტიზა“ – 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ბავშვის დედას და ადვოკატებს ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g