„ტვ პირველის“ წამყვანი ინგა გრიგოლია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე იმყოფებოდა. მან ხელისუფლებას მოუწოდა მოიკლონ ცოტა თანხა და ბავშვებს წამლებისთვის გამოუყონ.
„ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა დაინახოს, რომ ადამიანებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. არ უნდათ ამის გაგება. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, დედების გვერდით უნდა დადგეს და სოლიდარობა გამოხატოს. ამ ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის პროტესტი თუ შეასმენინებს რამეს. ისეთი კორუფციაა ქვეყანაში და ისეთი საბიუჯეტო აურზაურია, ძალიან დიდი ბოდიში, მოიკლონ ცოტა და ბავშვებისთვის თანხა გამოყონ, წამალი დაუფინანსონ“. – ამბობს ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.
თამარ გაბუნია: მზად ვართ, დაჩქარებულად შევქმნათ აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი