LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: საქართველოს მომავალი არის ევროპა, ჩვენ ჩავწერეთ ეს კონსტიტუციაში

231
მამუკა მდინარაძე

„მეღიმება ხოლმე, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი აქეთ რომ გვამუნათებს, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა, ჩვენ ჩავწერეთ ეს კონსტიტუციაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მდინარაძემ უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა „უცნობის“ [გია გაჩეჩილაძე] აქციის მონაწილეების განცხადებების შინაარსს, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა აირჩიოს:

„სასამართლოს შესახებ საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაღმია და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ” – მამუკა მდინარაძე

„ნეიტრალიტეტს არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ საქართველოს აქვს არჩეული კურსი, რომელიც კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერეთ.

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა, ჩვენ ჩავწერეთ ეს კონსტიტუციაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი მოსაზრებით, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია იფიქროს ეროვნულ ინტერესებზე და ამ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე.

„როგორც ჩვენი ოპონენტები წამოცდენებში აიხლართებიან ხოლმე, ცალ ფეხზე დგომით კი არა, არამედ ორ ფეხზე, მყარად უნდა ვიაროთ ევროპულ გზაზე.

ადრე თუ გვიან შედეგი დადგება, ეს ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დაუბრუნდება თავის ბუნებრივ ადგილს და ღირსებას, ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ თავმოყვარეობას შევინარჩუნებთ. ეს არის ერთ-ერთი უპირატესი მიზანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, „უცნობის“ მიერ გამართულ აქციაზე „იყო უამრავი ადამიანი, რომელიც პატრიოტულ მესიჯებს ახმოვანებდა.“

გუშინდელმა დღემ დაგვანახვა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი – დიმიტრი ხუნდაძე 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იგი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ შეფასებაში ასევე, აქციის მონაწილეების მოსაზრებებს, მეტწილად ეთანხმება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვინც უზრუნველყო მისი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა, ამ ადამიანების და პრეზიდენტის პოზიციები რადიკალურად ასცდა ერთმანეთს.“– დასძინა მამუკა მდინარაძემ.

ნინო წილოსანი „უცნობის“ აქციაზე: ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ხალხის შეკრება სასიამოვნო იყო

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g