LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ აღიარებით მან ფიზიკურად გადაირჩინა თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ“ – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელზე

531
ფორტუნა - 2023-05-04T143553.607

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის გარდაცვალების საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს მადლობას უხდის სატელევიზიო ინტერვიუსთვის.

„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას…არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” – რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი

„სერგო შუბითიძეს თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან შემხებლობა არ ჰქონია“ – პროკურორი

„მადლობას ვუხდი ბატონ სერგო შუბითიძეს. პატიოსან, ჭკვიან, შორსმჭვრეტელ ადამიანს. ამ აღიარებით მან – პირველი გადაირჩინა ფიზიკურად თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ.

რამეთუ იცოდა,  ადრე თუ გვიან გაყალბებაში მონაწილე ყველა მოწმეს ჩუმად მოიშორებდნენ. (ვილა ალგეთის მეპატრონესავით. ისიც კი არ დაინდეს, რადგან მითხრა, შენი შვილი მოკლესო). მეორე – ამით ვაჟკაცური მაგალითი უჩვენა ყველას და მოუწოდა, ისინიც ალაპარაკდნენ, რადგან ეს არის ყველაზე სწორი საქციელი.

მესამე – მართალი წავა უფალთან 100 წლის მერე (განკითხვის დღეს) და შვილებიც იამაყებენ მისით. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა სანამ დროა“. – წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

„ძალიან ნაღვლიანი იყო, მე ხომ ვუყურებდი.. არაფერს ამბობდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ელექტროშოკი იყიდა“ – თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქმის დეტალებზე საუბრობენ

„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა

 

magti 5g