ახლახან, „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის, ემილია კლარკის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან 2017 წელს, თავს გადამხდარი, უცნაური ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, ბრედ პიტმა მასთან „ერთი ღამისთვის“ 90 000$ გადაიხადა.
„მე საქველმოქმედო აუქციონში მივიღე მონაწილეობა, სადაც უამრავი ვარსკვლავი იყო ჩართული, მათ შორის გახლდათ ბრედ პიტი. აუქციონზე სიმბოლურად იყიდებოდა ჩემთან ერთი ღამის გატარება. დარბაზიდან მესმოდა ხმა, თუ როგორ იწეოდა თამასა. ჯერ 80 ათასი დოლარი დასახელდა, უეცრად 90 ათასამდე გაიზარდა ლოტო. გავიხედე და რას ვხედავ, ბრედ პიტმა 90 000 დოლარი დაასახელა. ძალიან დაბნეული ვიყავი, მეცინებოდა“, – იხსენებს კლარკი.