LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდები მონების შთამომავლებს გვარის შეცვლაში დაეხმარება

117
875px-Rotterdam_kunstwerk_slavernij_monument

როტერდამი (ნიდერლანდები) ადამიანებს „მონური“ გვარისგან გათავისუფლებაში და ახლის აღებაში დაეხმარება. უჩვეულო ინფორმაციას The Mayor ავრცელებს.

წარსულში მონობაში ჩაბმულ ადამიანებს ნიდერლანდებში განსაკუთრებული გვარები ჰქონდათ, ისეთი რომელიც მათ მონათმფლობელს ან პლანტაციას უკავშირდებოდა. ასევე იყენებდნენ ნიდერლანდური სიტყვების შემთხვევით ნაკრებს: მაგალითად, ადამიანისთვის შეიძლება დაერქმიათ იმადრეტსმა (ამსტერდამი ოღონდ უკუღმა), იაფფასიანი ანდაც დამჯერი. საქმე ისაა, რომ მონებს ჩვეულებრივი გვარების ქონა ეკრძალებოდათ.

დღეისთვის ნიდერლანდებში გვარის შეცვლა 835 ევრო ღირს, ამასთან საჭიროა ფსიქოლოგისგან ფასიანი ცნობის აღებაც. ქალაქი ამ ხარჯებს სრულად დაფარავს და მსურველებს უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციასაც გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ნიდერლანდების პრემიერმა ისტორიული წარსულისთვის და მონათმფლობელობისთვის ბოდიში მოიხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები