LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სანქცია ოჯახის წევრს ეხებოდეს, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო

243
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „არ შეიძლება სანქცია ოჯახის წევრს ეხებოდეს, გერმანიაში აქვს ნასწავლი ეს სფერო“.

მისივე განცხადებით, „ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს“.

„მე-19 საუკუნეში ბევრად მეტი ხოშტარია და ზურაბიშვილი ცხოვრობდა, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“ – ირაკლი კობახიძე

„პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით, მინდა, განვმარტო ორი რამ. პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, ამაში იგულისხმება მათ შორის პერსონალური სანქციებიც. ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს, ამაში იგულისხმება, მათ შორის პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან, ეს ერთი.

მეორე, თეორიულადაც რომ განვიხილოთ ჩვენ სანქცირება, პერსონალური სანქცირება ვინმესი, ამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როდესაც საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ზოგადად, ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება უხეშად ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის ძალიან რბილი შეფასება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g